• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გერმანულენოვანი გიდი
დამსაქმებელი: ეგზოტური
ბოლო ვადა: 2019/12/07
ნანახია: 386 -ჯერ

ტურისტული კომპანია "Exotour"-ი აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი გიდის პოზიციაზე.

ტურისტული გიდის სახელით, თქვენ იქნებით როგორც კომპანიის, ასევე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წარმდგენი ტურისტების წინაშე და თქვენს პასუხისმგებლობაში შევა მათთვის მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურების გაწევა, ქვეყნის ღირშესანიშნაობების საინტერესოდ წარმოჩენა და ტურის სასიამოვნო მოგონებად გადაქცევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურის ჩატარება გაწერილი განრიგის მიხედვით;
** დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად, საჭირო კომუნიკაცია ტურისტულ ობიექტებთან და ასევე, კომპანიასთან;
** დამატებითი მოთხოვნების შემთხვევაში ტურისტებისთვის შესაბამისი ვარიანტების შეთავაზება;
** აღჭურვილობისა და უსაფრთხოების საკითხებში დახმარების გაწევა;
** ტურის მიმდინარეობის ციკლის მუდმივი კონტროლი მისი წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად.
** ტურის მიმდინარეობის შესახებ კომპანიის ინფორმირება.
** მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა პოზიტიური უკუკავშირის მისაღებად.

ცოდნა, უნარები და გამოცდილება:

** ტურისტებთან ურთიერთობის გამოცდილება (გიდად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გერმანულის ენის ცოდნის მაღალი დონე;
** მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების შესახებ საბაზისო ინფორმაციის ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** რამდენიმე საქმეზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** აქტიური და ინიციატივიანი;
** მეგობრული და კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ:

** ახალ გამოწვევებს და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** საინტერესო ხალხთან ურთიერთობას;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: booking@exotour.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა