• https://charte.ge/

ავტორი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

mail: vacancy@gau.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 2019/11/15
ნანახია: 375 -ჯერ

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებისამებრ მონაწილეობს უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ საქმიანობაში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უნივერსიტეტის საქმიანობის
** მარეგულირებელი აქტების შემუშავებაში და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას
** საქართველოს კანონმდებლობასთან;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს დასკვნებს;
** უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე, შაბათი შეთანხმებით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელფოსტაზე: vacancy@gau.ge არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს ტესტირება ჩაუტარდებათ ინგლისურ ენაში.

გასაუბრება დაენიშნებათ ტესტირების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა