განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2019/12/06
ნანახია: 128 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 30 - 47 წლამდე;
** სიმაღლე: 178 სმ-დან.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათი, ცვლაში 2 დაცვის თანამშრომელი.
** დასაცავი ობიექტი: სამშენებლო კორპუსი
** ხელზე ასაღები ანაზღაურება: 430 ლარი

სავალდებულო უნარები:

** პუნქტუალობა;
** დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი #8, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა