• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: პსპ ფარმა
ბოლო ვადა: 2019/11/13
ნანახია: 385 -ჯერ

"პსპ ფარმა" აცხადებს კატეგორიის მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრა და ჩამოყალიბება;
** ადგილობრივი ბაზრის ანალიზი; უცხო ქვეყნების ბაზრის ტენდენციების შესწავლა;
** არსებული ასორტიმენტის ანალიზი და ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენა;
** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** კატეგორიების განვითარების დაგეგმვა;
** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების არხების განსაზღვრა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და დანერგვა;
** მიმდინარე/დაგეგმილი აქციების მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
** ტოპ პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრა აფთიაქების სპეციფიკის გათვალისწინებით;
** აფთიაქის თანამშრომლებისთვის ტრენინგისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის გამართული სისტემების შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგსა ან მომიჯნავე სფეროებში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შესყიდვებში ან გაყიდვებში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა: ინგლისური, რუსული
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel-ის;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების მიღებისა და მყისიერი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მუდმივ თვითგანვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 ნოემბერი, 2019 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა