• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალფა

mail: hralpha@alpha.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
ბოლო ვადა: 2019/12/05
ნანახია: 376 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება. არსებული სტრუქტურის პერიოდული განახლება;
** პერსონალის შერჩევა/რეკრუტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
** თანამშრომლის აყვანის პროცესის ჩამოყალიბება/ადმინისტრირება;
** თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
** სამოტივაციო სისტემების შექმნა;
** კორპორატიული ნომრების ბაზის მართვა;
** ორგანიზაციის საჭიროების მიხედვით სხვადასხვა კვლევის დაგეგმვა/ადმინისტრირიება;
** თანამშრომელთა უწყვეტი გადამზადების სისტემის დანერგვა;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული.
** ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
** რუსული და ინგლისურ ენების ფლობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა;
** გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა