• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სოციალური მედიის მენეჯერი
დამსაქმებელი: რითეილ ჯგუფი
ბოლო ვადა: 2019/12/05
ნანახია: 398 -ჯერ

შპს "რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ციფრული მედია არხების (facebook, YouTube, instagram და სხვ.) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა/მონიტორინგი;
** ახალი იდეების გენერირება და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა;
** ვიზუალური მასალების (დიზაინერთან ერთად): პოსტერი, ბანერი, ვიდეო, GIF და ა.შ მომზადება, მართვა და რეპორტინგი;
** სოციალურ არხებში მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კომპანიის საიტის კონცეფციის შექმნა და აღსრულება;
** დარგში არსებული ტრენდების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ციფრული მარკეტინგის, PR-ს; ჟურნალისტიკის ან მონათესავე დარგის განხრით;
** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube..) მართვის გამოცდილება;
** ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია Google/Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
** გამართული (შემოქმედებითი) წერის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო ქსელში).

შენიშვნა:

უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის, SEO - ის, ასევე Premiere Pro - ს ან სხვა ვიდეოს დამუშავების პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ოპერატიულობა;
** დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა