ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 14 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მოლარე-ოპერატორი-ბათუმი
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
ბოლო ვადა: 2019/11/11
ნანახია: 26 -ჯერ

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე)

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება
** გაყიდული ნივთის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა
** საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა