• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ვისტამედი
ბოლო ვადა: 2019/12/04
ნანახია: 409 -ჯერ

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფის-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
** პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
** სტაჟირების გავლა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის-ადმინისტრატორი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა