• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ბუღალტერი
დამსაქმებელი: დეილი
ბოლო ვადა: 2019/11/25
ნანახია: 313 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი - შპს "დეილი", რომელიც 5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მუდმივად ვითარდება, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** ​დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
** ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მთ. ბუღალტრის მიერ გაცემული დავალებებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (სასურველია);
** 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა 1C ცოდნა;
** საოფისე პროგრამის ცოდნა მაღალ დონეზე (უპირატესობა ენიჭება ექსელის კარგ ცოდნას).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
შენიშვნა: სამუშაო პროცესში პროფესიულ ზრდასთან ერთად გადაიხედება ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა