• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: oasis.tbilisi@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/12/04
ნანახია: 695 -ჯერ

პატარა სასტუმრო (5 ნომრით), რომელიც მდებარეობს ავლაბრის რაიონში ("შერატონის" უკან), აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსება;
** სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიხედვით.

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა). სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: 2 დღე - 2 ღამე - ერთი 24-საათიანი ცვლა - ერთი დასვენების დღე
ანაზღაურება: თვეში 300 ლარი + პრემია გამომუშავებით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ ფოსტის მისამართზე: oasis.tbilisi@gmail.com და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა