• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ხარისხის მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: გეფა
ბოლო ვადა: 2019/12/04
ნანახია: 378 -ჯერ

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** GDP სტანდარტების და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა/მართვაზე პასუხისმგებლობა.
** ხარისხის მართვის სისტემების პროცედურების შექმნა/წარმოება;
** თავისი საქმიანობითა და შედეგებით უზრუნველყოს საწყობის მართვა და ფუნქციონირება, კომპანიის წინაშე მდგარი ამოცანების და მიზნების შესაბამისად;
** გაატაროს ღონისძიებები საერთაშორისო სტანდარტების, კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად საწყობის ფუნქციონირებისთვის;
** საერთაშორისო აუდიტორებთან ანგარიშგებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საქმიანობასთან და შესასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა უნარ-ჩვევები.

გრაფიკი: შესაძლოა არასრული.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა