• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: უნო შუზ
ბოლო ვადა: 2019/12/01
ნანახია: 409 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "უნო შუზ"-ი ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სხვადასხვა სახის აქსესუარების ფართო არჩევანს.

კომპანია იწვევს სასიამოვნო გარეგნობის თანამშრომლებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე, 13:00-დან 21:00-მდე, 11:00-დან 21:00-მდე, ხოლო სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში 10:00-დან 18:00-მდე, 14:00-დან 22:00-მდე და 10:00 დან 22:00 მდე
კვირაში 6 სამუშაო და ერთი დასვენების დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და შესაბამისი მომსახურება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;

მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** სქესი: მდედრობითი

კომპანია "უნო შუზ"-ი ზრუნავს თითოეული თანამშრომლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და მათ სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროსა და პირობებს სთავაზობს.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV თანდართული საცხოვრებელი ქალაქითა და ფოტოსურათით მისამართზე unoshoes@yahoo.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა