• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვის ცენტრის მენეჯერი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2019/11/30
ნანახია: 373 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მითერის ვაკანტურ პოზიციაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში მისული მომხმარებლის კოორდინაცია დარბაზში;
** რიგის მართვის აპარატის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** პერიოდულად სერვისის ოპერატორის მოვალეობის შესრულება.

განათლება/ცოდნა:

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართულად საუბარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა