• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დიასახლისი
დამსაქმებელი: მადარტი
ბოლო ვადა: 2019/11/15
ნანახია: 560 -ჯერ

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს დიასახლისის და ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე სამუშაოდ.

სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთელი/გლდანი/ნახალოვკა/პეკინი)
სამუშაო განაკვეთი: სრული დღე ან ღამე (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: დღე - 30 ლ; ღამე - 35 ლ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ფიზიკური ამტანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 15 ნოემბრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა