• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკოსი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2019/12/01
ნანახია: 390 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 45 წლამდე;
** სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სიგნალიზაციის მონტაჟის, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მონტაჟის და დაშვების სისტემების მონტაჟი/ინსტალაციის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე; შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.minadze@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა