• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბრენდის წარმომადგენელი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/11/14
ნანახია: 340 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა, არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმომადგენლის (ჰენკელი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და კატეგორიის ასორტიმენტის ჩამოყალიბება შესყიდვებთან ერთად
** კონკურენტების კვლევა, მონიტორინგი და ანალიზი
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** მაღაზიებში ბრენდის პრეზენტაცია და პროდუქციის დემონსტრაცია
** მოცემული ბრენდის პროდუქციის გაყიდვების ანალიზი
** ანალიზის საფუძველზე წლის გეგმების და აქტივობების დაგეგმვა
** შეთავაზებების გაკეთება
** გაყიდვების რგოლებთან ინტენსიური კომუნიკაცია
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის განსაზღვრა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების შექმნა მერჩენდაიზერებთან ერთად და შესრულების მონიტორინგი
** არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივი კონტროლი
** გამოფენების და ქარხანაში ვიზიტების დაგეგმარება წლის ჭრილში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ყოლა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 14 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა