• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლორისტი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/11/14
ნანახია: 356 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლორისტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საღებავის ფერის დამზადება უმაღლესი ტექნოლოგიის გამოყენებით
** კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა პროდუქციაზე
** გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა და მარაგების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ავტომობილების შეღებვის ტექნოლოგიების ცოდნა
** ფერების დასმის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 14 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა