• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი-ბაკურიანი
დამსაქმებელი: ბიბლუსი
ბოლო ვადა: 2019/11/21
ნანახია: 344 -ჯერ

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
** შიდა აღწერების წარმართვა და შედეგების შესახებ დადგენილი წესით ანგარიშგება და სხვ;
** ორგანიზაციის პროგრამაში გამართულად მუშობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაკურიანი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@biblusi.ge 2019 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა