• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სისტემის მონიტორინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ჯორჯიან ქარდი
ბოლო ვადა: 2019/11/29
ნანახია: 350 -ჯერ

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** ინციდენტების რეგისტრაცია, პასუხისმგებელი პირებზე ესკალირება, სტატუსის მონიტორინგი.

მოვალეობები:

** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
** სისტემის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** საფინანსო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 29 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა