• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
AML დეპარტამენტის უფროსი
დამსაქმებელი: ბეთლაივი
ბოლო ვადა: 2019/11/30
ნანახია: 414 -ჯერ

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას AML დეპარტამენტის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
** შრომითი ხელშეკრულების საგამოცდო ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

ძირითადი მოვალეობები:

** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** მომხმარებლის ვერიფიკაცია/იდენტიფიკაცია;
** პროდუქტების გამართულად მუშაობის შეფასება;
** ელექტრონული გადახდების მონიტორინგი;
** ტექნიკური უზუსტობების პროგრამული შეფასება და დამუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამაგიდო თამაშების წესების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "AML დეპარტამენტის ოფიცერი ".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა