• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
დამსაქმებელი: menu.ge
ბოლო ვადა: 2019/11/20
ნანახია: 339 -ჯერ

"Menu.ge" არის კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას #45
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:00).

მოვალეობები:

** კომპიუტერული მოწყობილობების გამართვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
** პარტნიორ ობიექტებთან კონტაქტი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; პრობლემების შემთხვევაში ადგილზე მისვლა და დახმარება(ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია);
** აპლიკაციასა და საიტზე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ ინფორმაციის სრულად და დროულად გადაცემა შესაბამისი პირებისათვის;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 2-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დამატებითი მოთხოვნები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: hr@menu.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (IT მხარდაჭერის სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა