• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამყიდველი - რეზერვი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2019/11/15
ნანახია: 384 -ჯერ

ჯიხურების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი გამყიდველის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის, თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან. "ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
** სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
** კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

* ანაზღაურება დღეში 20 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 998 053.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა