• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: baratashviliz@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/11/22
ნანახია: 491 -ჯერ

სასტუმროებისთვის თბილისსა და ბაკურიანში გვესაჭიროება სასტუმროს ადმინისტრატორები.

სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 450 ლარი/თვეში.

სასტუმროს ადმინისტრატორის მოვალეობებია:

** სტუმრების დახვედრა-გაცილება;
** სტუმრების რეგისტრაცია და ნომრებში განთავსება, გასაღებების გადაცემა, ნომრების, ფასების/პირობების და ოთახებში განთავსებული მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის გაცემა;
** ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით სასტუმროში ადგილების დაჯავშნა და ჯავშნების მართვა;
** სტუმრების ინფორმირება ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრების ინფორმირება გადახდის მეთოდების შესახებ, საფასურის აღება, ანგარიშსწორების ბარათების გადამოწმება;
** სტუმრის მოთხოვნებზე და პრეტენზიებზე სწრაფად და პროფესიონალურად რეაგირება;
** სტუმრის ნებისმიერ შეკითხვაზე ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს დასუფთავებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან მჭიდრო კონტაქტი და ოთახების სისუფთავის და სტუმრის მისაღებად მზადყოფნის შემოწმება;
** დასუფთავების სამსახურისთვის ოთახის დაცლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
** ჯგუფების ჯავშნების დადასტურება;
** ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა booking.com, airbnb, TripAdvisor და სხვ. სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განთავსება და მონიტორინგი;
** ჯავშნების შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
** ქვითრების შენახვა და ბუღალტერიისთვის წარდგენა;
** სასტუმროს წესების დაცვა და მონიტორინგი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა და მონიტორინგი;
** შემცვლელი ადმინისტრატორისთვის დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

სასტუმროს ადმინისტრატორისთვის საჭირო უნარები და კვალიფიკაციები:

** სასტუმროს ადმინისტრატორად ან რეცეფციონისტად მუშაობის გამოცდილება;
** ონლაინ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გამოთვლის და ანგარიშის საბაზისო უნარები.

შესაბამის დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: baratashviliz@gmail.com ა.წ. 22 ნოემბრამდე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა