ადმინისტრაციული მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
იფქლი |
ბოლო ვადა: |
2019/11/24 |
ნანახია: |
416 -ჯერ |
კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე პურ-ფუნთუშეულს 1992 წლიდან აწარმოებს. კომპანიის პროდუქციით მარაგდება როგორც თბილისი, ისე რეგიონები.
კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) დონეზე ცოდნა, მინ. B1;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
თანამდებობრივი მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული ზარების და წერილების აღრიცხვა-განაწილება;
** შეხვედრების ორგანიზება და წარმოება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ხელძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა
ანაზღაურება: 700 ლარი (დარიცხული)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@ipkli.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.