• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული-ტაბლა დუქანი
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2019/11/20
ნანახია: 394 -ჯერ

„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.  

 „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფე ლაბორატორია’’. 

რესტორანი “ტაბლა დუქანი “ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   აუცილებელია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  •   სასურველია მეხინკლედ მუშაობის გამოცდილება;
  •   სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
  • კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
  • მომზადებული კალკულაციების დაცვა;
  • რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება;
  • საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

პიროვნული უნარები:

  • დაკვირვებული
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 20 ნოემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მზარეული“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა