• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: Tiffany Bar
ბოლო ვადა: 2019/11/24
ნანახია: 381 -ჯერ

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია "Tripadvisor Inc"-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

"Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე - "ტიფანი ბარში".

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სარესტორნო სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

სამუშაო განაკვეთი ბარში: პირველი დღე - დილის 8.00-დან 16.00-მდე, მეორე დღეს - 16.00-დან - 23.00-მდე - 15 მორიგეობა თვეში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** საღამოთი ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** კარგ ანაზღაურებას;
** დამატებით მოქმედებს ყოველთვიური სამოტივაციო საბონუსე სისტემა.

ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა