• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავეჯის მასალების/მექანიზმების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ელთიბი
ბოლო ვადა: 2019/11/24
ნანახია: 341 -ჯერ

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მასალების/მექანიზმების კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავეჯის მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** კლიენტის საჭიროების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** კლიენტისათვის ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** გაყიდვების ზრდასთან და მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით ინიციატივების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით განათლება;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავეჯის მექანიზმების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა