სერვის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ჭრელი აბანო |
ბოლო ვადა: |
2019/11/22 |
ნანახია: |
391 -ჯერ |
შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 700 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** ონლაინ ჯავშნების კონტროლი;
** რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** პრობლემური სიტუაციების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.