• https://charte.ge/

ავტორი

სადისტრიბუციო კომპანია

mail: katecchrk@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი/ დამხმარე ბუღალტერი
დამსაქმებელი: სადისტრიბუციო კომპანია
ბოლო ვადა: 2019/11/22
ნანახია: 487 -ჯერ

1. სადისტრიბუციო კომპანია სამუშაოდ იწვევს 20-დან 60 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, დასაწყობება
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება, დახარისხება, საქონლის ვადების შემოწმება, სათანადო ეტიკეტირება
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღება
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას
** შრომისმოყვარეობა
** სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები 500 ლარი (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით).

2. სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და დაარქივება;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაცია/ხარჯები/სალარო/ბანკი და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო პორტალზე საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (ORIS)
** სასურველია პროფესიული კურსები ბუღალტერიის მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით.
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები 500 ლარი (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: katecchrk@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატურების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა