• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი ტაბლა დუქანში
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2019/11/15
ნანახია: 375 -ჯერ

„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.  

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

რესტორანი „ტაბლა დუქანი“აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, „ისთ ფოინთი“.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება
  •   ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   მაგიდების სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  •   სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •   მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  •   შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;

პიროვნული უნარები:

  •   პუნქტუალური;
  •   კომუნიკაბელური;
  •   მოწესრიგებული;
  •   ორგანიზებული;
  •   გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •   ტრენინგებს კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მიმტანი “ტაბლა დუქანში“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა