• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი პომოდორისიმოში
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2019/11/22
ნანახია: 419 -ჯერ

„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

 „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

“პომოდორისიმო“აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 42.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • კანდიდატებიი ადგილზე გაივლიან შესაბამის სწავლებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურება;

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • მოწესრიგებული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •  პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •  კანდიდატები გაივლიან სერვისის სტანდარტების ტრენინგს;
  •  ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ  ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 22 ნოემბრისა სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი პომოდორისიმოში“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა