• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ასისტენტი ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2019/11/21
ნანახია: 385 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში ასისტენტის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ორდერის გაკეთება;
** შემოსული პროდუქციის კოდების შექმნა პროგრამულად;
** შემოსასვლელი პროდუქციის სიის საწყობისთვის გადაგზავნა;
** რეპორტების მომზადება (კვირის, თვის, წინა თვის შეჯამება);
** პროდუქციის მონაცემების გაწერა და აღწერილობების განთავსება პროგრამაში;
** კონკურენტების ფასების მოძიება და ფაილში გადატანა;
** სხვა მიმდინარე საკითხების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ფლობა;
** Microsoft Windows, Office, Excel (მაღალ დონეზე)-ის პროგრამების ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** ტესტირება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა