• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ბუღალტერი
დამსაქმებელი: მადარტი
ბოლო ვადა: 2019/10/30
ნანახია: 331 -ჯერ

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე; 08:00-16:00
ანაზღაურება: 600 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** ბარის ნაშთის აღწერა;
** რეალიზაციის/შესყიდვის შემოწმება და შესაბამისი საბუთების მომზადება;
** საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა, პროგრამაში ასახვა;
** შიდა გადაზიდვების შემოწმება;
** წარმოებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** შემოსავლების სამსახურის ელ.მომსახურების საიტზე მუშაობა;
** კონკრეტული ფილიალის მოლარეების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეპორტების მომზადება და მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, ფილიალში მყოფი მენეჯერ-ადმინისტრატორების დახმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@madart.ge 2019 წლის 30 ოქტომბრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა