• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2019/11/21
ნანახია: 489 -ჯერ

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, "კარფურის" ფილიალები.
განაკვეთი: არასრული.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-კვირა.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური და პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება.
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი
** რეპორტინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე: sandomi.tbilisi@gmail.com და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა