• https://charte.ge/

ავტორი

ფინანსური ბიურო

mail: hr@fbureau.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანალიტიკური სამსახურის უფროსი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2019/11/21
ნანახია: 361 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. "ფინანსური ბიურო" ახორციელებს ინვესტირებას პრობლემური აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. "ფინანსური ბიურო" ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 17 რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-ზე მეტი თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** SQL-ის ცოდნა (T-SQL დიალექტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (2+ წელი);
** Power BI, Tableau ან სხვა ვიზუალიზაციის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ანალიტიკური სამსახურის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა