• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელური ინფრასტრუქტურის გაყიდვების ჯგუფის ასისტენტი
დამსაქმებელი: ორიენტ ლოჯიკი
ბოლო ვადა: 2019/10/28
ნანახია: 293 -ჯერ

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ინფრასტრუქტურის გაყიდვების ჯგუფის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ფასების მოძიება/ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და რეპორტის მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** კომერციული შეთავაზების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ან მონათესავე დისციპლინებში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე მიმდინარე წლის 28 ოქტომბრამდე (18:00), ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე hr@ol.ge. სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი რეზიუმეს განხილვას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა