• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტენდერების მართვის გუნდის ასისტენტი - სტაჟირება
დამსაქმებელი: ორიენტ ლოჯიკი
ბოლო ვადა: 2019/10/28
ნანახია: 337 -ჯერ

"Orient Logic" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტენდერების მართვის გუნდის ასისტენტის თანამდებობაზე.

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

** დამკვეთი კომპანიისთვის კონსულტაციის გაწევა ტენდერის ფარგლებში;
** შემომავალი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა კონკრეტულ ხელშეკრულებასთან;
** შესაბამის დეპარტამენტთან საჭირო ინფორმაციის დაზუსტება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება (ბაკალავრი/მაგისტრი - უპირატესობა სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება ისეთ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებდა ხელშეკრულებების მომზადებას ან სხვადასხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე მიმდინარე წლის 28 ოქტომბრამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე Vacancy@ol.ge. სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა