• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი-ტესტერი
დამსაქმებელი: ორიენტ ლოჯიკი
ბოლო ვადა: 2019/10/28
ნანახია: 284 -ჯერ

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერი) პოზიციაზე.

კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ხდება SCRUM მეთოდოლოგიის მიხედვით. ჩვენ ვეძებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** SCRUM პროცესში ჩართულობა
** ტესტირების სცენარების შექმნა და დოკუმენტირება
** პროგრამული უზრუნველყოფის ჩაბარების კრიტერიუმების შემუშავება
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარვეზების დაფიქსირება
** პროგრამისტების ავტომატიზებული ტესტების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** გუნდური მუშაობის, გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) თანამდებობაზე;
** SCRUM მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@ol.ge 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე. გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა