საწყობის თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
Pepsico |
ბოლო ვადა: |
2019/11/01 |
ნანახია: |
476 -ჯერ |
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეორე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2019 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
რა უნდა გავაკეთო?
** ყოველდღიურად პროდუქციის ზუსტად აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით დ.ლა სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა.
** მიღებული პროდუქციის დროული და მაქსიმალური გადმოტვირთვა და დასაწყობება.
** ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი.
** სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა.
რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?
** სასურველია სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 1 ნოემბრისა და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.