• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი/სტაჟიორი-თბილისი-რუსთავი
დამსაქმებელი: ისი პარი
ბოლო ვადა: 2019/10/31
ნანახია: 396 -ჯერ

პარფიუმერული ქსელი "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა.

"ისი-პარი" მაღაზიათა ქსელში (თბილისი და რუსთავი) იწყებს სტაჟირების პროგრამას კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გსურთ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად გახდეთ წარმატებული სტაჟირების პროგრამის მონაწილე, გყავდეთ პროფესიონალი მენტორები, განვითარდეთ პროფესიულად და დასაქმდეთ "ისი-პარის" მაღაზიათა ქსელში, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას პროფესიონალ ტრენერებთან და მენტორებთან;
** თქვენს ინტერესებზე დაფუძნებულ სტაჟირების პროგრამას;
** წარმატებულ კანდიდატთა დასაქმებას;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმას;
** საბონუსე სისტემას;
** ბევრ საჩუქარს;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი - სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ აღწერთ, რატომ ხართ დაინტერესებული "ისი-პარის" მაღაზიათა ქსელში სტაჟირებით და დასაქმებით.
II ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ - გასაუბრება, რითიც ფასდება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაცია
** სხარტი აზროვნების უნარი
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
** გაყიდვის უნარი.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს:

** წარმატებულ კანდიდატთა 2 კვირიან თეორიულ სწავლებას;
** თეორიული სწავლების წარმატებით გავლის შემდგომ 2 კვირიან ანაზღაურებად პრაქტიკულ სწავლებას მაღაზიაში.
** პრაქტიკული სწავლების წარმატების დასრულების შემდგომ კანდიდატი გამოსაცდელი ვადით დასაქმდება მაღაზიაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ "სტაჟირება".

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრესტიჟმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა