• https://charte.ge/

ავტორი

ფარმაცევტული კომპანია

mail: distribution.vacancy@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ფარმაცევტული კომპანია
ბოლო ვადა: 2019/10/25
ნანახია: 330 -ჯერ

ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განხრით)
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის საძიებო სისტემის ფლობა მომხმარებლის დონეზე

სამუშაო აღწერილობა:

** პოტენციურ კლიენტებთან (სამედიცინო პერსონალი) ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება თანამშრომლობის კუთხით
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან.
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ამაღლება
** რეგულარული ანგარიშების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

თვისებები და უნარები:

** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური თვისებები
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** შესწავლისა და კომპანიაში დინამიურად ზრდის პოტენციალი.

ანაზღაურების პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი+ სოციალური პაკეტი
** ანაზღაურება განიხილება კანდიდატთან ინდივიდუალურად.

შესაძლებელია სტუდენტის განრიგთან შესაბამისი სამუშაო გრაფიკის განხილვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: distribution.vacancy@yahoo.com; გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა