• https://charte.ge/

ავტორი

ყავის ლაბორატორია

tel: (+995) 555 52 52 45
mail: hi@coffeelab.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ყავის ლაბორატორია
ბოლო ვადა: 2019/11/17
ნანახია: 410 -ჯერ

"ყავის ლაბორატორია" 2 წლის წინ დაარსდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოში Specialty ყავის ინდუსტრიის განვითარებაა. სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ სრულიად ახალი და ინოვაციური - Specialty ყავის გემო, გავიზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება და დავიწყეთ კომერციული ყავის უკვე მოძველებული გემოს ჩანაცვლების რთული პროცესი.

გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ მსოფლიოში წამყვან ბრენდს და წარმატებულად ვადგავართ გზას, ვიყოთ ყავის ყველაზე კომპეტენტური, ინოვაციური, პროგრესული და დინამიური კომპანია.

"ყავის ლაბორატორიაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩვენთან ერთად ჩაერთვება ყავის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო პროცესში და გთავაზობთ პროფესიული განვითარებისა და მუდმივი ზრდის შესაძლებლობას.

მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება.
** სპეციალური შეთავაზების მომზადება.
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა.
** კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება.
** რეპორტინგი - შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ყოველკვირეული მომზადება და წარდგენა მენეჯმენტთან

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ავტო მანქანის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია)
** ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური, რუსული)

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური და კომუნიკაბელური;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ყაზბეგის გამზ. #27
** ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hi@coffeelab.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა