• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
დამსაქმებელი: menu.ge
ბოლო ვადა: 2019/11/17
ნანახია: 369 -ჯერ

"Menu.ge" არის კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #45
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:00).

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სისტემის, პროცედურების და ფორმების შემუშავება/დამტკიცება და დანერგვა;
** კურიერების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მუდმივი კონტროლი - მათ მიერ, შეკვეთების მიღება/გადაწერაზე და ნავაჭრი თანხების დროულად ჩარიცხვაზე ზედამხედველობა;
** კურიერებისათვის სამუშაო განრიგის შედგენა;
** დეპარტამენტის მუშაობისათვის საჭირო ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მომარაგების პროცესის წარმართვა;
** კურიერების შერჩევასა და მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა;
** მიწოდების დროის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
** პერსონალის ტრენინგისა და განვითარების უზრუნველყოფა;
** უშუალო უფროსის დავალებების შესაბამისად, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

სამუშაო ითვალისწინებს პერიოდულად მივლინებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** დიდი გუნდის მართვის გამოცდილება;
** მომსახურების სფეროსადმი სიყვარული.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@menu.ge 2019 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა