• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - საღამოს ცვლა
დამსაქმებელი: menu.ge
ბოლო ვადა: 2019/11/17
ნანახია: 473 -ჯერ

"Menu.ge" არის კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (საღამოს ცვლა) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (19:00-03:00).
ტრანსპორტირებას ღამის საათებში უზრუნველყოფს ორგანიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლებისაგან შეკვეთების მიღება და დამუშავება, შესაბამისი ობიექტისათვის ოპერატიულად გადაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ შეკვეთების დამუშავება;
** შეკვეთის შესრულების კონტროლი, მიღებიდან დასრულებამდე.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: sophio.katsitadze@menugroup.co.uk 2019 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა