• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე
დამსაქმებელი: მეამა
ბოლო ვადა: 2019/11/17
ნანახია: 388 -ჯერ

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.

უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა-შესრულება;
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვა შესრულებაში მონაწილეობა;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B2B ბიზნესის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სოციალური ქსელების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** სტრატეგიულად აზროვნების და ანალიზის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა