• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური წარმომადგენელი
დამსაქმებელი: მეამა
ბოლო ვადა: 2019/11/17
ნანახია: 393 -ჯერ

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.

უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ტექნიკური წარმომადგენლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ყავის აპარატებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** აპარატების მუშაობის ეფექტურობის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** უზრუნველყოს აპარატების ტექნიკური გამართულობა;
** სრული ინფორმაციის ფლობა აპარატების ტექნიკურ მახასიათებლებზე;
** უზრუნველყოს კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა აპარატების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
** შეასრულოს აპარატების გეგმიური შემოწმება და წმენდა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური წარმომადგენელი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა