• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: რეფიქსი
ბოლო ვადა: 2019/11/16
ნანახია: 341 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** მიზანდასახულობა.

სამუშაოს აღწერა:

** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია, შემცირება;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა და მათი განხილვა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოპოვება;
** ბრძანებების, ინსტრუქციების, სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
** კომპანიის პარტნიორებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებება;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები, დოკუმენტაცია, ხელშეკრულებების შედგენა და კონსულტაცია;
** ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და თანამშრომელთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** რეგულარულად და დროულად კანონმდებლობაში ცვლილებების მიმოხილვა და შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება თანამშრომლებისათვის;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** მენეჯმენტისგან მიღებული კომპეტენციაში შემავალი სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე.
ხელფასი: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა