• https://charte.ge/

ავტორი

თბილღვინო

tel: (+995) 599 24 22 64
mail: tchokhonelidze@tbilvino.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
HR მენეჯერი
დამსაქმებელი: თბილღვინო
ბოლო ვადა: 2019/11/16
ნანახია: 514 -ჯერ

სს "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე

ამ სტრუქტურული ერთეულის მიზნებია:

კომპანიის კადრების მაღალკვალიფიციურობის, პოზიციებთან მაქსიმალური შესაბამისობის და უწყვეტი განვითარების

უზრუნველყოფა.

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

** პოზიციების მიხედვით სამუშაო აღწერების, შეფასების კრიტერიუმების მომზადების ორგანიზება და პერიოდული დახვეწა;
** შერჩევის პროცესის დახვეწა, საჭირო ეტაპების და შეფასების მექანიზმების განსაზღვრა;
** კადრის დამატების საჭიროებისას ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების მოძიების სამუშაოების ორგანიზება;
** კადრების რეკრუტინგის, გადარჩევის და აყვანის პროცესების ორგანიზება და საჭირო
** პირების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** კადრებთან დაკავშირებული შესაბამისი აყვანის /დანიშვნის ბრძანებების გაფორმება და პირადი საქმეების ფორმირება, განახლება, მართვა როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის;
** ახალი კადრისთვის (მუშის კატეგორიისთვის) სტრუქტურული ერთეულიდან უშუალო ხელმძღვანელის გამოყოფა, მის ინტეგრაციაზე ზრუნვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეფასების უზრუნველყოფა;
** კადრების შვებულებების, მივლინებების, გაცდენის აღრიცხვა და მართვა;
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება;
** ​ტაბელების კონტროლი, თანამშრომლების შემოსვლა-გასვლის ზუსტი აღრიცხვა და ინფორმაციის ბუღალტრისთვის დროული მიწოდება;
** ბრძანება 04-ის წარმოება - შვებულებების, მივლინებების და შრომისუუნარობის ფურცელზე მყოფთა და ა.შ. ბრძანებების მომზადება;
** ბრძანება 05-ის წარმოება - თანამშრომლის მიღება, თანამდებობის შეცვლის, დაჯილდოების, საყვედურის, გათავისუფლების და ა.შ. ბრძანებების მომზადება;
** მომზადებული ბრძანებების დაარქივება დადგენილი წლების შესაბამისად;
** კადრების პერიოდული გამოკითხვა, რა მხრივ საჭიროებენ თავად და დაქვემდებარებული პირები კომპეტენციების ზრდას/პროფესიონალიზმის ამაღლებას;
** კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების შეფასება და საბჭოზე წარდგენა;
** კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად შიდა რესურსების შეფასება და შიდა ტრენინგების დაგეგმა/ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსების მოძიება და თანამშრომელთა განვითარების გეგმის შედგენა, განხორციელების უზრუნველყოფა;
** ტრენინგის შედეგების შეფასება, რეპორტის მომზადება და საბჭოსთვის გაცნობა;
** კადრების კმაყოფილების კვლევა და საჭიროებისას მისი გაზრდის ღონისძიებების ინიცირება და განხორციელება;
** ყოველ კვარტალში თანამშრომელთა ანგარიშგების ფორმების თავმოყრა და გადაგზავნა შეფასების კომისიის წევრებისათვის.
** კანცელარიის საქმიანობა - ბრძანება 02-ის (კომპანიის საქმიანობაზე სხვადასხვა ბრძანებებისთვის) მომზადების ორგანიზება, კომპანიაში შემოსული წერილების მიღება, აღრიცხვა, შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა და ა.შ.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, დამლაგებლების კოორდინირება.
** დაცვის სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა და ასევე დღის და ღამის საათების საქმიანობაზე, პატრულირებაზე კონტროლი ვიდეო კამერების მონიტორის მეშვეობით, ჩანაწერების დათვალიერება დარღვევების გამოვლენის, დიციპლინის კონტროლის კუთხით.

პასუხისმგებლობები:

** არასწორი რეკრუტინგის პროცესით არასათანადო კადრის შერჩევით მიღებულ ზიანზე.
** კადრების კვალიფიკაციის და კომპეტენციების შეუსაბამობაზე დაკავებულ პოზიციებთან.
** კადრების დაბალი კვალიფიკაციის, არაპროფესიონალიზმის შედეგად მიღებულ ზარალზე/ზიანზე.
** კადრების განვითარების სამუშაოების უხარისხოდ, არაეფექტურად ორგანიზებაზე და ამით გამოწვეულ მატერიალურ

დანაკარგებზე.

** დაკისრებული ფუნქციების არასრულად, არასათანადო ხარისხით, არადროულად შესრულებაზე.
** ​ხელმძღვანელებისათვის ან სხვა ერთეულებისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის დაგვიანებით, არაზუსტად მიწოდებაზე.
** შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესის თუ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე და ამით გამოწვეულ ზიანზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლის ასაკიდან 40 წლის ასაკამდე
** განათლება: უმაღლესი.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
** ანალოგიურ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, საქმისა და დროის სწორად გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
** დაგეგმვისა და მართვის უნარი.
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.
** ინიციატივების წარდგენის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე 2019 წლის 15 ნოემბრამდე, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის

დასახელება წერილის სათაურში.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე 599 24 22 64;

მის: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2;

ტელ: 2 65 33 82;

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა