• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი პროგრამისტი
დამსაქმებელი: ევროინს ჯორჯია
ბოლო ვადა: 2019/10/29
ნანახია: 353 -ჯერ

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით, რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს/ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;
** IIS-ის გამოყენების გამოცდილება;
** C#
** MS SQL
** WCF
** Entity Framework
** ADO.NET
** ASP.NET MVC
** HTML/CSS JavaScript
** Relational Databases

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკურად აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** ​ოპტიმიზირებული კოდის წერა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პროგრამული კოდის შექმნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "Junior პროგრამისტი" (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2019 წლის 29 ოქტომბრამდე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა