• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის დამლაგებლი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2019/10/22
ნანახია: 846 -ჯერ

კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. 
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.

 

 

კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას ოფისის დამლაგებლის პოზიციაზე.

 

სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი   07:30სთ-დან  14:30სთ-მდე  (დილის საათებში თანამშრომელთა ტრასპორტირებას მეტროსადგურ  სამგორიდან უზრუნვეყოფს კომპანია)

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40

 

ანაზღაურება: 350 ლარი

 

 

 

        ძირითადი მოვალეობები:

  •          ოფისის დალაგება და სისუფთავის დაცვა მთელი დღის განმავლობაში;
  •          ოთახებისა და იქ განთავსებული ავეჯი/ინვენტარის დასუფთავება;
  •          სველი წერტილების სისუფთავეზე ზრუნვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  •          პასუხისმგებლობის გრძნობა
  •          გუნდურად მუშაობის უნარი
  •          დეტალებზე ორიენტირებულობა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:  vacancy@gfs.ge

 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2019 წლის  25 ოქტომბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა